როგორც ადრე მოვუწოდებდით და ვურჩევდით ოპოზიციას, რომ სამუშაო ჯგუფებში ჩართულიყო, ახლაც ზუსტად იგივე განწყობა გვაქვს –

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველმა გუნდმა 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა უკვე დაიწყო და მათ შორის, უკვე ასახულია ერთი, რომელიც იურიდიული პირების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შეზღუდვას ითვალისწინებს.
მისი თქმით, უმრავლესობა, ოპოზიციას სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართვისკენ დღესაც მოუწოდებს და რათა კიდევ ერთხელ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გონს მოეგონ.
“ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მზადება, მათ შორის, ერთი უკვე ავსახეთ, იურიდიული პირების მხრიდან, პოლიტიკური პირებისა და პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შეზღუდვა. დანარჩენი რეკომენდაციები რაც არის, ჩვენ მზად ვართ, რომ შემდეგ წელს ბოლომდე მივიყვანოთ.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში თანამშრომლობას, როგორც მაშინ მოვუწოდებდით და ვურჩევდით, რომ ჩართულიყვნენ, ახლაც ზუსტად იგივე განწყობა გვაქვს. მე დიდად არ მჯერა, რომ ეს რადიკალები ჩაერთვებიან, რადგან მათ ამოცანა, სტრატეგია და გეგმა სულ სხვაა. მაგრამ, კიდევ ერთხელ მივცემთ შესაძლებლობას, რომ გონს მოეგონ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება