პაატა მანჯგალაძე – დაიწყონ მუშაობა და შევალთ სამუშაო ჯგუფებში, ოღონდ ჯერ არ ვიცი, სად უნდა შევიდეთ, გეგმა დამალულია

დაიწყონ მუშაობა და შევალთ სამუშაო ჯგუფებში, ოღონდ ჯერ არ ვიცი, სად უნდა შევიდეთ, გეგმა დამალულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ 9 პირობის შესასარულებელი გეგმა დამალული აქვს.
ამასთან, პაატა მანჯგალაძემ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისთვის წინაპირობებიც დაასახელა.
„თუ „ქართული ოცნება“ გულწრფელად გამოვა და იტყვის, რომ ოლიგარქია არის ევროპისთვის შეუთავსებელი მმართველობის ფორმა, არის ოლიგარქი და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, მაშინ პირობას ვდებ, რომ ამ სამუშაო ჯგუფში შევალ. სინანული უნდა გამოხატონ იმიტომ, რომ ერთი წლით ჩამოვრჩებით მოლდოვას, რომელიც ჩვენზე უკან იყო. ახლა მოლდოვა ახალ ეტაპზე გადავიდა, დაჩქარებული წესით გაწევრიანებას იწყებს და ჩვენ „ქართლი ოცნების“ გამო ჯერ კიდევ 9 პირობა გვაქვს შესასრულებელი.
თუ იტყვიან, რომ ჩვენი ბრალია, ჩვენ ავაცდინეთ სტრატეგიული ხაზი ევროპას, რა პრობლემაა, შევალ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ თავს ხომ არ მოვიტყუებთ? თუ იტყვიან, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ვეწეოდით და მაგიტომ შევქმენით „ხალხის ძალა“ და მავნებლობას ვაკეთებდითო, მივიღებ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფში“, – განაცხადა
პაატა მანჯგალაძის თქმით, საქართველომ მომენტით უნდა ისარგებლოს რადგან შეიძლება „ევროკავშირის კარი დიდხანს შეიძლება სულაც არ იყოს გახსნილი“.
„ბოდიში არ უნდა მოიხადონ ქართველ ხალხთან, რომ საქართველო ერთი წლით ჩამორჩენილია მოლდოვასთან, რომელიც საქართველოზე უკან იყო ასოცირებულ ტრიოში. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის კარი შეიძლება დიდხანს სულ არ იყოს გახსნილი. ბევრი ქვეყანა შეიძლება ევროსკეპტიკოსი გახდეს, როგორც მაგალითად ჰოლანდიაში ლიბერალების ნაცვლად ნაციონალისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. შეიძლება სხვა ქვეყანაშიც მოხდეს იგივე და კარი რომ დაიკეტოს, ვინ აღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ამიტომ უნდა ვისარგებლოთ ამ მომენტუმით, მაგრამ „ქართლი ოცნების” ამოცანა ევროპა არაა, არამედ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში, ხალხის ძარცვის უფლებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ