ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორივე გუნდიდან საუკეთესო - როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფროზინონესთან" მატჩში?

სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
"პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, 63-ე წუთზე კი საგოლე პასი მიითვალა და ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 8.7 ქულა, Sofascore 8.8 ქულა, Whoscored 8.9 ქულა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 20 აპრილს, სტუმრად, "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს.
მერეტის სერიოზული შეცდომა პირველი არაა. დი ლორენცო აშკარად გადაღლილია, რამდენი ხანია შეუცვლელად თამაშობს. თარგმანი არასდროს არ იყო მაღალი დონის, მარი რუი დაბერდა, ანგისა დააკვირდით, უამრავ შეცდომას უშვებს, კაიუსტე და სიმეონე არაფრით გამორჩეული ფეხბურთელებია და ჯამში შედეგიც შესაფერისია. ცოდოა ხვიჩა ახლანდელ ნაპოლიში...

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.