არქივი21 დეკემბერი, 2023, 20:58
როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ "ჰერკულესთან" მატჩში
ნიდერლანდების თასზე სტუმრად "ჰერკულესთან" წაგებულ მატჩში (2:3) "აიაქსის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველის თამაში Sofascore-მა 6.9 ქულით, Flashscore-მა კი 6.7-ით შეაფასა.
ამსტერდამელთა რიგებში ყველაზე მაღალი შეფასებები კენეტ ტეილორმა (8.0, 7.3) და იორელ ჰატომ მიიღეს (7.7, 7.4). მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანალიტიკურმა საიტებმა მასპინძელთა გუნდის ფორვრდი ტიმ პიტერსი აღიარეს, რომელმაც დუბლი შეასრულა - 8.8, 8.7.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.