ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი - რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა "ბარსელონასთან" მატჩში?

ლა ლიგის მე-17 ტურში "ვალენსიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
"ღამურების" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
ანალიტიკურმა საიტებმა მისი თამაში ასე შეაფასეს: flashscore 7.8 (ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი ქულა მიიღო), sofascore 7.6, whoscored-ი 7.4
„ვალენსია“ 20 ქულით მეათე ადგილზეა და 19 დეკემბერს გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.