“როგორი პასუხისმგებელი იქნება გახარია ნინო გოშაძის წინაშე, როცა ნინოს ძმა არის დღეს პატიმრობაში?” – მარია კობახიძე

ექსპრემიერის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით სინდისის პატირმების ოჯახის წევრები ეხმაურებიან, თორნიკე გოშაძის დედა, მარია კობახიძე:
“ჩემი შვილი მაგის ამომრჩეველია ჩემი გოგო. პირველად მიიღო არჩევნებში მონაწილება ნინომ, პირველად და თქვა არჩევნების მერე, რომ რა სისულელე გავაკეთეო რა, რას ვაძლევდი მაგას ხმასო. ეტყობა უსმენს, უყურებს… რატომ უნდა ათქმევინოს ეს. ხომ თქვა ჩემი ამომრჩევლის წინაშე ვარ პასუხისმგებელიო. მაინტერესებს, როგორი პასუხისმგებელი იქნება გახარია ნინო გოშაძის წინაშე, როცა ნინოს ძმა არის დღეს პატიმრობაში და ამისთანა ალბათ კიდევ რამდენი ამომრჩეველი. მე ვიქნები ერთი დედა და ახლა თუ გამოვდივარ სტუდიებში და მოვუწოდებ ხალხს გვერდში დგომას, უამრავი ხალხი გვიდგას გვერდში. ყველას მოვუწოდებ აბსოლუტურად, ვინც ხმა მისცა ერთს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს, თუ რომელიმე პარტია მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ ქუჩა-ქუჩა ვივლი საყვირით და ვიძახებ, რომ არცერთი არ მივიდეს არჩევნებზე, არავინ არ მივიდეს საერთოდ და ეს იქნება მერე პატივისცემა თავიანთი ამომრჩევლის”
წყარო – ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება