ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია - ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“, „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენები გააუქმეთ, იმათ მიხედეთ, რა - თქვენ ისე მიდიხართ, ჩემი დასასრულებელი იქნება ეგ „ნაციონალური მოძრაობა“

გიორგი გახარია - ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“, „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენები გააუქმეთ, იმათ მიხედეთ, რა - თქვენ ისე მიდიხართ, ჩემი დასასრულებელი იქნება ეგ „ნაციონალური მოძრაობა“

ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“ - „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენები გააუქმეთ, იმათ მიხედეთ, რა - თქვენ ისე მიდიხართ, ზუსტად ჩემი დასასრულებელი იქნება ეგ „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები სრულად გადმოიტანა.
„ნაციონალური მოძრაობას“ მე რომ დავპირდი დაგასრულებთ-მეთქი, როგორც მიდის საქმე, ჩემი დასასრულებელი იქნება. თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები იმდენი გყავთ უკვე „ოცნებაში“, მაღალ თანამდებობაზე, სხვათა შორის, პარლამენტშიც. აი, ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“ ამიტომ, „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენები გააუქმეთ, იმათ მიხედეთ, რა. თქვენ ისე მიდიხართ, ზუსტად ჩემი დასასრულებელი იქნება ეგ „ნაციონალური მოძრაობა“. მე მაგას ვაკეთებ. აი, ასე. როგორც ხედავთ, აი, ასე ვაკეთებ...
გარდა იმისა, რომ „ნაცებთან“ თანამშრომლობთ, გარდა იმისა, მათი ქმედებები სრულად გადმოიტანეთ, სახეების დონეზე გყავთ უკვე ინფილტრირებული რიგებში. ამასთან ერთად, კითხვებიც ახალი ვერაფერი მოიფიქრეთ, „ნაცების“ კითხვებს იყენებთ და ისევ „ნაცების“ კითხვებს მისვამთ,“ - განაცხადა გახარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.