არქივი1 დეკემბერი, 2024, 01:09
როგორი იქნება "ტორინოსთან" "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა?

დღეს, სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "ტორინოს" დაუპირისპირდება. Repubblica წერს, რომ ნეაპოლური კლუბის მწვრთნელი ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას ისევ სასტარტოში დააყენებს.
იგივე ინფორმაციას ავრცელებს Sky Sport-ი. გამოცემის ცნობით, "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა იგივე იქნება, როგორიც "რომასთან" მატჩში იყო:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.
შეხვედრა "ოლიმპიკო დე ტორინოზე" თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.