არქივი24 ნოემბერი, 2024, 04:07
ერთი ცვლილებით ლიდერობის დასაბრუნებლად - როგორი იქნება "რომასთან" "ნაპოლის" შემადგენლობა?

დღეს, სერია A-ს მეცამეტე ტურში "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს და პირველი ადგილის დაბრუნებას შეეცდება. SKY-ს ცნობით, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე "ინტერთან" მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთ ცვლილებას განახორციელებს - ბილი გილმორის ნაცვლად სტანისლავ ლობოტკას დააყენებს, რომელმაც ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა.
"ნაპოლი" (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.
შეხვედრა "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.