ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.28%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 55.60 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.73 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 3.51%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 42.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 2.65%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 15.52 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 723 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 47%-ით გაიზარდა, "თიბისი ბანკის ჯგუფის" კი 57%-ით, ხოლო "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი 65.81%-ითაა გაზრდილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.