საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთში ტაქსი ყველაზე ძვირია, – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან, რომელიც ჯამში 99 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასებს ადარებს.
უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი თურქეთში 85 ცენტია. ამ მონაცემებით ქვეყანა 99 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა.
მეზობელი ქვეყნებიდან ტაქსის სიძვირით თურქეთს რეიტინგში 76-ე ადგილით მოსდევს საქართველო. Numbeo-ს თანახმად, აქ 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი 71 ცენტია.
მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანში 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 59 ცენტია, რითაც ქვეყანა 81-ე ადგილზეა, მას კი მოსდევს რუსეთი 45 ცენტით და 87-ე ადგილით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, 1 კმ-ზე ტაქსი ყველაზე იაფი სომხეთშია. Numbeo-ს მონაცემებში სომხეთი 88-ე ადგილზეა. უფრო დეტალურად, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ტარიფი სომხეთში 43 ცენტრია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებსაც თუ გადავხედავთ, ტაქსი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, მას კი მოსდევს ლუქსემბურგი და ალბანეთი.
10 ქვეყანა, სადაც ტაქსის ფასები ყველაზე მაღალია:
- შვეიცარია – 4.7 დოლარი;
- ლუქსემბურგი – 4.06 დოლარი;
- ალბანეთი – 3.67 დოლარი;
- ბაჰრეინი – 3.45 დოლარი;
- მავრიკი – 3.19 დოლარი;
- იაპონია – 3.08 დოლარი;
- ნიდერლანდები – 3.03 დოლარი;
- გერმანია – 2.86 დოლარი;
- ბელგია – 2.75 დოლარი;
- მექსიკა – 2.72 დოლარი.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასები ყველაზე დაბალი ფილიპინებში, ინდოეთსა და ეგვიპტეშია.
10 ქვეყანა, სადაც ტაქსის მომსახურება ყველაზე იაფია:
- ფილიპინები – 23 ცენტი;
- ინდოეთი – 26 ცენტი;
- ეგვიპტე – 30 ცენტი;
- ირანი – 30 ცენტი;
- შრი-ლანკა – 33 ცენტი;
- უზბეკეთი – 33 ცენტი;
- ტუნისი – 34 ცენტი;
- მოლდოვა – 34 ცენტი;
- ჩინეთი – 35 ცენტი;
- ინდონეზია – 39 ცენტი.




