ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ოცნებაში" ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას ითხოვენ - როგორია ტრამპის წერილის გამოძახილი (ვიდეო)

"ოცნებაში" ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას ითხოვენ - როგორია ტრამპის წერილის გამოძახილი (ვიდეო)

კახა კალაძეს ბიძინა ივანიშვილისთვის ამერიკული სანქციების მოხსნის იმედი ტრამპის საპასუხო წერილმა მისცა. "ქართული ოცნების " გენერალური მდივნის ამ კომენტარით ოპოზიციისთვის ცხადი გახდა, რა არის მთავარი სადარდებელი "ქართული ოცნებისთვის".

სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკას შორის მეორე წელია გაჩერებულია, ამ ფონზე კი კალაძის განცხადება, რომელსაც მხოლოდ სანქციები ედარდება, ოპოზიციისთვის პირდაპირ მტკიცებულებაა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები "ქართულმა ოცნებამ" ერთი ოლიგარქის დასანქცირებას შესწირა.

"ქართული ოცნება" ურთიერთობების დალაგებაზე პასუხისმგებლობას ამერიკას აკისრებს, თუმცა ჩნდება, კითხვა თავად რის გაკეთებას აპირებს ივანიშვილის პარტია. რა იქნება ის შემხვედრი ნაბიჯები, რომელსაც ივანიშვილი გადადგამს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ პატიმრების გათავისუფლების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.