არქივი21 ოქტომბერი, 2025, 13:10
რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ბრალდებულს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სლოვაკეთის სასამართლომ პირი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლა, ტერორიზმში დამნაშავედ ცნო. მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, 72 წლის იურაი ცინტულამ 2024 წლის მაისში სლოვაკეთის ქალაქ ჰანდლოვაში რობერტ ფიცოს ხუთჯერ ესროლა.
სასამართლოზე ცინტულამ განაცხადა, რომ ფიცოს მხოლოდ დაჭრა სურდა. მიზეზად კი დაასახელა „მისი პოლიტიკის შეჩერება, რომელიც ზიანს აყენებს სლოვაკეთის თავისუფლებასა და კულტურას“.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 2024 წლის 15 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.