ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული გელა უძილაურის დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა უძილაურმაც.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გელა უძილაური ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ბ დ ნ" ქვეპუნქტებით, 19/109-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით და 236-3-4 ნაწილებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.