არქივი17 სექტემბერი, 2025, 12:56
რობერტა მეცოლა - უკრაინაში ევროპარლამენტის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილით ვიმყოფები - თქვენს გვერდით დავრჩებით ისევე, როგორც პირველივე დღეს ვიდექით

დაბრუნება კიევში - აგრესიის დაწყებიდან 1300 დღე გავიდა, უკრაინაში ევროპარლამენტის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილით ვიმყოფები, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„თქვენს გვერდით დავრჩებით ისევე, როგორც პირველივე დღეს ვიდექით“, - აცხადებს მეცოლა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში დღეს ჩავიდა. უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ოფიციალური პირი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.