არქივი17 სექტემბერი, 2025, 11:26
რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა - უმაღლეს რადაში მისი სიტყვით გამოსვლა იგეგმება

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ში თავად იუწყება.
„შემდეგი გაჩერება: კიევი“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
უკრაინის დედაქალაქში მეცოლას ჩასვლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს უკრაინელი დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკოც. მისი ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ოფიციალური პირი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.
„ევროპარლამენტის ხელმძღვანელი, რობერტა მეცოლა კიევში ჩამოვიდა. იგეგმება უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლა“, - აცხადებს გონჩარენკო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.