ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიცხობრივ უმცირეობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კვიპროსს 2:0 მოუგო.
სტუმრები ხაბურძანიამ დააწინაურა, რომელმაც შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა, მეტოქის კარი ბაქრაძემ დალაშქრა და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.
ანტმანის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ივნისს საკუთარ მოედანზე კვიპროსთან ჩაატარებს.
კვიპროსი - საქართველო 0:2
გოლები: 0:1 ხაბურზანია (32), 0:2 ბაქრაძე (63)
გაძევება: ხაბურზანია (39)
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი,
კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა (ბებია 56), დანელია, ხაბურზანია, ბუხრიკიძე, ბაქრაძე (ამბალია 83)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.