არქივი1 ივნისი, 2024, 15:06
ვერცხლის ლიგაზე საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში „თბილისი არენაზე“ ლუქსემბურგს უმასპინძლა. ქართველმა ფრენბურთელებმა მეტოქე სამ სეტში ანგარიშით 3:0 (26-24, 25-18, 25-15) დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ისლანდიასთან 2 ივნისს თბილისში გამართავს. ქართველმა ფრენბურთელებმა ტურნირზე ფარერის კუნძულების ნაკრებს სძლია, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგება ჩაეთვალა, მონტენეგროსა და ლატვიასთან კი მატჩები დათმეს.
ევროპის ვერცხლის ლიგაზე 10 ქვეყანა ასპარეზობს. საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე 9 ქულით მეხუთე ადგილზეა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.