ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიჩარდ ჰადსონი - ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს

რიჩარდ ჰადსონი - ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს

ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს.
“ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს და ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აძლიერებს და ცხადყოფს იმას, რომ მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს ჩვენ არ შევეგუებით“, - აცხადებს რიჩარდ ჰადსონი.
ამასთან, კონგრესმენი მარკ ვიზი (დემოკრატიული პარტია) აღნიშნავს, რომ აშშ და კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
“საქართველოსთან ჩვენი მეგობრობა კრიტიკულ ეტაპზეა და მისი ხალხი თავისუფლებისთვის გაბედულად იბრძვის. „MEGOBARI აქტი“ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ეს აუცილებელი მხარდამჭერი კანონპროექტია, რათა საქართველოში ჩვენს მოკავშირეებს დავეხმაროთ, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და თავიანთი თავისუფლებები დაიცვან“, - აღნიშნავს მარკ ვიზი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.