ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე: ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმით, ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას

კახა კალაძე: ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმით, ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას

თბილისის მერი საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ულოცავს.
როგორც მერმა ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ერთგულებით და პატრიოტიზმით მოემსახურება ქვეყანას და დაიცავს მის ეროვნულ ინტერესებს.
„პირველ რიგში, საქართველოს ვულოცავ ახალ პრეზიდენტს, პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმით, ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას. ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა. პრეზიდენტის ინსტიტუტს წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა რეპუტაცია, პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ისინი ემსახურებოდნენ გარე ძალებს. მინდა, ახალ პრეზიდენტს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და რაც მთავარია, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.