რიჟვაძის მამამ აჭარის პოლიციაში თანამდებობა დატოვა – რას ამბობს მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

რიჟვაძის მამამ აჭარის პოლიციაში თანამდებობა დატოვა – რას ამბობს მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია ბათუმელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იურისტმა თეა ლაღიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, “დავით რიჟვაძე, პირადი განცხადების საფუძველზე, გადადგა”.
თეა ლაღიძე გამოცემასთან აცხადებს, რომ “ზუსტად არ იცის” როდის დაწერა დავით რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება და ასევე, “არ იცის”, რა მიუთითა მან ამის მიზეზად.
ასევე, მან „ბათუმელებთან“ უარყო ინფორმაცია დავით რიჟვაძის დაკავების შესახებ.
„დავით რიჟვაძე არ არის დაკავებული“ – ამბობს ლაღიძე.
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 2025 წლის 4 აპრილს დატოვა.
იურისტმა არც ის დაადასტურა, რომ დავით რიჟვაძის წინააღმდეგ რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედებებია დაწყებული. (ბათუმელები)
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებში აღარ დაასახელეს თორნიკე რიჟვაძე, ის თამაზაშვილმა ჩაანაცვლა

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…