ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე რიჟვაძის მამამ აჭარის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსის პოსტი დატოვა

თორნიკე რიჟვაძის მამამ აჭარის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსის პოსტი დატოვა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია ბათუმელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იურისტმა თეა ლაღიძემ დაუდასტურა.
თეა ლაღიძის თანახმად, "დავით რიჟვაძე, პირადი განცხადების საფუძველზე, გადადგა".
მისი თქმით, "ზუსტად არ იცის" როდის დაწერა დავით რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება და ასევე, "არ იცის", რა მიუთითა მან ამის მიზეზად.
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 2025 წლის 4 აპრილს დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.