არქივი16 დეკემბერი, 2024, 13:23
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირი ქართველ ჩინოვნიკებს დღეს სანქციებს არ დაუწესებს

ევროკავშირი დღეს არ დაუწესებს სანქციებს ქართველ ჩინოვნიკებს. უნგრეთი და კიდევ რამდენიმე წინააღმდეგია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, რაც შეიძლება მოხდეს არის ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა სავიზო რეჟიმის შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.