რიკარდ იოზვიაკი – უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ, თუმცა ევროკომისია წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის – შესაძლოა ამ კვირაში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ კვირაში ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, რისთვისაც კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. თუმცა, ევროკომისია განსახილველად წარადგენს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. ამისთვის კვალიფიციური უმრავლესობა არის“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება