არქივი11 აგვისტო, 2025, 12:38
ოდესაში საზღვაო ნაღმების აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოდესაში, ზატოკას სანაპიროსთან, აკრძალულ ზონაში ცურვისას სამი ადამიანი – ორი მამაკაცი და ერთი ქალი – საზღვაო ნაღმების აფეთქების შედეგად დაიღუპა, იტყობინება უკრაინული მედია.
შემთხვევა კვირას, ადგილობრივი დროით 11:30-ზე, კაროლინო-ბუგაზსა და ზატოკას შორის მოხდა.
ოდესის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, დაღუპულთა ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსვენებლებს, არ შევიდნენ აკრძალულ წყლებში, სადაც უსაფრთხოების შემოწმება არ ჩატარებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.