– „ჰამასმა“ აჩვენა, რომ მშვიდობისთვის მზად არის

„ჰამასმა“ აჩვენა, რომ მშვიდობისთვის მზად არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ღაზაში ომის დასრულების შესახებ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს მიესალმა.
„როგორც ეს აქამდე არაერთხელ, „ჰამასმა“ აჩვენა, რომ მშვიდობისთვის მზად არის. ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დონალდ ტრამპის გეგმის საპასუხოდ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა“ განიარაღების შესახებ ისრაელისა და -ის მოთხოვნას არ უპასუხა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა