რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს – უკრაინა-რუსეთის ომში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.
სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და რომ თურქეთი მშვიდობისთვის მუშაობას გააგრძელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია