ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზება სურს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზება სურს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება სურს.
„ამ კვირაში ძალისხმევას გავწევთ იმისთვის, რომ პუტინთან და ტრამპთან მოლაპარაკებები ჩავატაროთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ლიდერების სტამბოლში შეკრება“, - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები სამჯერ გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, მეორე - 2 ივნისს, მესამე კი - 23 ივლისს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.