რესტორან „ბაბილოსთან“ ვითარება პერიოდულად იძაბება – პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

რესტორან “ბაბილოსთან”, აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. დაკავებულია რამდენიმე პირი.
კერძოდ, ერთ-ერთი მოსამართლის პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანას, აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. სწორედ ამ დროს ჩასვეს პოლიციელებმა მანქანაში აქციის მონაწილე და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
“ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას”, – აღნიშნეს ადგილზე სამართალდამცველებმა.
“რატომ იჭერთ მონებო”, “გაუშვით” – ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს