ბათუმში პოლიციამ დააკავა ელენე ხოშტარია, გიორგი კირთაძე და საპროტესტო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე

“სტიკერის ასფალტზე გაკვრის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები. არაფრის გამო. გუშინდელი რეპრესიები დღესაც გრძელდება. – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ციალა ქათამიძემ.
ბათუმში მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის (წარწერით „გაიფიცე!“) დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ მას არ მისცა. ერთ-ერთ ვიდეოკადრში ჩანს, როგორ ადებს ხოშტარია სტიკერს ერთ-ერთ პოლიციელს.
პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი კირთაძე, რომელიც, აქციის მონაწილეების თქმით, ხოშტარიას დახმარებას ცდილობდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხოშტარიასთან და კირთაძესთან ერთად, დაკავებულია შუშანა მაცაბერიძე. პოლიციამ ასევე დააკავა ლუკა ნაცვლიშვილი, ლევან ხორავა, კახა სურგულაძე, ელიზბარ ჩხიკვაძე.
“ესენი არიან მონები, რომლებიც, საქართველოს ნაცვლად, ემსახურებიან კრემლს“, – განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ, ვიდრე მას პოლიცია დააკავებდა.
„სტიკერების გაკვრისას დაიჭირეს ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ეს არის რუსული მილიცია, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერენ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნათია ლეთოდიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია