არქივი26 ოქტომბერი 2025, 20:10
რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა - „ბოლომდე, გამარჯვებამდე“ მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტი მსვლელობა - „ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილეები პარლამენტამდე მივლენ, სადაც საპროტესტო აქციები 333 დღეა მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „ბოლომდე, გამარჯვებამდე!“.
პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.