არქივი26 ოქტომბერი 2025, 10:39
თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა – “ბოლომდე, გამარჯვებამდე” გაიმართება

თბილისში, საპროტესტო მსვლელობა – “ბოლომდე, გამარჯვებამდე!” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 19:00 საათზე დაიწყება.
პროტესტის მონაწილეები პარლამენტამდე მივლენ, სადაც საპროტესტო აქციები 333 დღეა მიმდინარეობს.
პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.