ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეორგანიზაციის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია იმართება

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქციას მართავს.
როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, მათი მოთხოვნა უცვლელია, კერძოდ, გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ელოდებიან, ვინაიდან პრემიერმა თავად გამოთქვა ინიციატივა სამინისტროსა და მედიკოსებთან შეხვედრის თაობაზე.
„დრო მიდის და კლინიკა ცუდ დღეშია, დაკეტვის რეჟიმში მუშაობა ფსიქოლოგიურად ყველას უჭირს. იმედი მაქვს, პარასკევს მაინც იქნება ეს შეხვედრა“,-განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, მალხაზ გოგუამ.
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი მედიკოსებს არ შეხვდება და მთავრობა საკითხით არ დაინტერესდება, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.