არქივი24 თებერვალი, 2024, 15:35
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია Believe in Ukraine იმართება.
აქციის ორგანიზატორები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შეკრების ერთ-ერთი მიზეზია, პატივი მიაგონ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.