ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ებრაელი თემი შავუყოთს დღესასწაულობს. შავუყოთი სინაის მთაზე თორის მიღებასთან დაკავშირებული ზეიმია, იგი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა და წლიდან წლამდე ებრაელებს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს შეახსენებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს ულოცავს და წარმატებას, კეთილდღეობასა და სიკეთეს უსურვებს მათ“, - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.