რელიგიის სააგენტო სამედიცინო კაპელანის პროექტის განხორციელებას იწყებს

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შპს „ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიური სარწმუნოების პაციენტთა რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზების ხელშეწყობას, მათ შორის, თანამშრომლობას საავადმყოფოში კაპელანური მსახურების შემოღების თაობაზე.
„აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი ამერიკული საავადმყოფო იყო.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და კლინიკა „ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის“ დირექტორმა. ერჯან აიილდიზიმ“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ