ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს კათოლიკე ქრისტიანები თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ხარებას აღნიშნავენ. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთის ძისა და მესიის, იესო ქრისტეს დაბადება ახარა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ“,-აღნიშნულია მილოცვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.