ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს ჯვართამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს ჯვართამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ჯვართამაღლებას ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ჯვართამაღლებას ზეიმობს.
„დღესასწაული უკავშირდება იმ ისტორიული ჯვრის ამაღლებას, რომელიც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით იერუსალიმის მახლობლად იპოვეს, შემდგომ კი იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი, რათა ყველას შესძლებოდა მისი ხილვა. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.