ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სააგენტო სომეხ მოქალაქეებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სააგენტო სომეხ მოქალაქეებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს, საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სომხური ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულის შობას ზეიმობს.
„სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. მარიამი ის რჩეული იყო, რომელსაც ღმერთმა თავისი სათნოებისა და ღირსებებისთვის ღვთის დედად ყოფნის მადლი მიანიჭა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.