რელიგიის საკითხთა სააგენტო ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
„8-15 დეკემბერს იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ იმ სასწაულის აღსანიშნად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ებრაელს, საქართველოს იუდეურ თემს დღესასწაულს, კეთილდღეობას, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…