არქივი24 ივნისი, 2024, 13:23
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს ულოცავს.
ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს.
სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინსაწარმეტყველა და მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.