ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის სააგენტო, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება და აფხაზეთის მთავრობა დევნილებს დაეხმარნენ

რელიგიის სააგენტო, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება და აფხაზეთის მთავრობა დევნილებს დაეხმარნენ

რელიგიის სააგენტომ, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ და აფხაზეთის მთავრობამ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს" ჰუმანიტარული დახმარება - 20 ფუთა ტანსაცმელი და 30 ცალი სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
„აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და რელიგიის სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე. რელიგიის სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობისა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების საქველმოქმედო აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, პერიოდულად ტარდება და აქციის ორგანიზატორთა თქმით, მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.