რელიგიის სააგენტო მოწყალების სახლს დაეხმარა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან არსებულ მოწყალების სახლს ჰუმანიტარული ტვირთი, კერძოდ, 8 ყუთი საკვები გადასცა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დეკანოზმა იაკობ უშიკიშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს თანადგომისთვის.
„მოწყალების სახლს ყოველდღიურად 100-დან 200-მდე ადამიანი სტუმრობს. მათ და მათი ოჯახის წევრებს საკვებითა და ტანსაცმლით ეხმარებიან. ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან ფუნქციონირებს სამრევლო სკოლაც. აქ ბავშვები უსასყიდლოდ ეუფლებიან სხვადასხვა ხელსაქმეს, ხატწერასა და გალობას.
აქციაში მონაწილეობდნენ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…