ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონს სააგენტოს თანამშრომლებმა 7 ფუთა ტანსაცმელი, 10 ყუთი საკვები და 9 ყუთი ტკბილეული გადასცეს. სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელმა, მღვდელმა, მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის.
„პანსიონში, რომელიც 2009 წელს დაარსდა, ცხოვრობენ ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე, ჩვენი თანამემამულეები აზერბაიჯანიდან, ირანიდან და თურქეთიდან. მათთან ერთად აქ ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ბავშვებიც სწავლობენ. სკოლის მოსწავლეები, ზოგადი განათლების გარდა, სურვილის შემთხვევაში, პროფესიულ განათლებასაც იღებენ.
აქციაში მონაწილეობდნენ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური, ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე და სააგენტოს თანამშრომელი, ვაჟა ართმელიძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.