ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რელიგიის სააგენტომ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

რელიგიის სააგენტომ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

რელიგიის სააგენტომ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰუმანიტარული ტვირთი 30 ცალ სასაჩუქრე ყუთსა და 27 ფუთა ტანსაცმელს მოიცავს.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ჰუმანიტარული ტვირთი - 30 ცალი სასაჩუქრე ყუთი და 27 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლებს.
ეპარქიის სასულიერო პირებმა გაწეული დახმარებისთვის სააგენტოს მადლობა გადაუხადეს.
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.