რევოლუციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად წასული პრეზიდენტი, საფრანგეთიდან ფოტოსესიის ამარა ბრუნდება

„მთავარი ის კი არ იყო, რას ეტყოდა ზურაბიშვილი ტრამპს, მთავარი ის იყო, ტრამპი რას ეტყოდა მას. რევოლუციონერებს სჭირდებოდათ თუნდაც ერთი მხარდამჭერი სიტყვა მისგან, მაგრამ ეს არ მოხდა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და პარიზში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას აფასებს.
როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, „სიღრმისეული საუბარი” დონალდ ტრამპთან ვერ აღმოჩნდა შედეგიანი და ზურაბიშვილმა ის პასუხი და მხარდაჭერა ვერ მიიღო, რასაც ელოდებოდა.
„საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიწვევით და მისი მაჭანკლობით დაგეგმილი სცენარი სრულად ვერ განხორციელდა. ზურაბიშვილისთვის ზურგს უკან ჩამორთმეული ხელი და „კორიდორში” გამართული „სიღრმისეული საუბარი” დონალდ ტრამპთან ვერ აღმოჩნდა შედეგის მომტანი ქართული მაიდნის ლიდერისთვის.
მთავარი ის კი არ იყო, რას ეტყოდა ზურაბიშვილი ტრამპს, მთავარი ის იყო, ტრამპი რას ეტყოდა მას. რევოლუციონერებს სჭირდებოდათ თუნდაც ერთი მხარდამჭერი სიტყვა მისგან, მაგრამ ეს არ მოხდა. ყველა დიდმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ვისთანაც სალომე ზურაბიშვილმა დაიჩივლა, მიიღო ერთადერთი პასუხი – „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”.
დიახ, ეს ასეა და ეს გვახარებს, მაგრამ დგანან თუ არა ისინი კანონდამრღვევი პრეზიდენტის და მისი კრიმინალური დაჯგუფების გვერდით, ამას მალე გავიგებთ. ჯერჯერობით არის ის, რომ საფრანგეთში რევოლუციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად წასული პრეზიდენტი ფოტოსესიის ამარა ბრუნდება.
ყველა ქვეყნის ნორმალური პრეზიდენტი დგას ჯერ საკუთარი ხალხის და მერე ჩვენს გვერდით. განსხვავებით ჩვენი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტისგან, რომელიც მსოფლიო ლიდერებს ყელგამოღადრული სთხოვდა მხარდაჭერას არა საქართველოს, არამედ ისევ მათივე ქვეყნების სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადა ბოლო დღეებს ითვლის,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა