არქივი6 დეკემბერი, 2024, 16:37
რობერტა მეცოლა - ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება - ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი ხმა

ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ის ქართველ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება.
„ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი ხმა. ევროპარლამენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება“, - წერს მეცოლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.