არქივი1 მარტი, 2024, 11:09
რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ტაბულას აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ილია შამუგია დაიკავებს.
დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.