რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს 2022 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე ის იყო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
დღეიდან, 1-ლი მარტიდან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულება ჯაველიძის მოადგილეს, ილია შამუგიას დაეკისრა.
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შეეხო. პრემიერის ბრძანებით, ლევან სუხიტაშვილი სააგენტოს დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, დღეს თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.