რევაზ კიკნაძე პოლიციელს – მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? – ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?

თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღაც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია, – ამ კითხვით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ დაზარალებულ პოლიციელს, ივანე კაპანაძეს.
სწორედ კაპანაძე იყო ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას სხდომაზე წარმოდგენილი ჰყავდა.
“თქვენ თქვით, თუ დაუდასტურდებათ, პრეტენზია მექნებაო, მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?
თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია”,- განაცხადა კიკნაძემ.
მან საზოგადოებას 26 მაისს შეკრებისკენ მოუწოდა.
“26 მაისს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის ყოფნა, არ ყოფნის საქმე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვთოხვ ხალხს ბევრი გამოვიდეს გარეთ და დავიცვათ ჩვენი სიმართლე”,- განაცხადა კიკნაძემ.
სიტყვით ისარგებლა ანდრო ჭიჭინაძემაც და პროკურატურას მოუწოდა საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი პირები არ დაკითხონ.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება